საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) სოციალური მუშაკის შესარჩევ კონკურსს აცხდებს.
გორის მუნიციპალიტეტში 1 ვაკანსიაა, დაინტერესებულ პირებს, განაცხადის წარდგენა 2021 წლის 25 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ.
მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აპლიკანტი შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს: უმაღლესი განათლება; სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერტიფიკატი; სოციალური მუშაობის, სოციალური მუშაობის საუნივერსიტეტო პრაქტიკის ან სკოლაში მოხალისეობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება; სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა.
ასევე, უნდა ჰქონდეს გამართულად მეტყველების უნარი; ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი; სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი; დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; გუნდურად მუშაობის უნარი.
აღნიშნულ ვაკანსიაზე შრომის ანაზღაურება 1200 ლარს (დარიცხული) შეადგენს, გამოსაცდელი ვადა კი - 3 თვეს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr@mandaturi.gov.ge.
რაც შეეხება წარსადგენ დოკუმენტებს: სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული); პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი; „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერტიფიკატი (იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს არ აქვს უმაღლესი განათლება სოციალური მუშაობის მიმართულებით); სოციალური მუშაობის, სოციალური მუშაობის საუნივერსიტეტო პრაქტიკის ან სკოლაში მოხალისეობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის განათლების დოკუმენტი (დიპლომი), სავალდებულოა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.