უკვე მე-5 თვეა შიდა ქართლში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს. 15 მარტიდან დღემდე, რეგიონში მოქმედ ვაქცინაციის კაბინეტებში 46 557 პირი აიცრა. მათგან ორი დოზით ვაქცინირებულია 12 736 ადამიანი, 33 821 მოქალაქე კი ერთი დოზითაა აცრილი.
,,ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა რეგიონში ვაქცინაციის პროცესი, არაერთ ლოკაციაზე არის რიგებიც. მთლიანობაში, 15 მარტიდან 24 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ვაქცინირებულია 46 557 პირი, მათგან 33 821 აცრილია ერთი დოზით, 12 736 კი - ორი დოზით.
რაც შეეხება კონკრეტულ ვაქცინებს: სინოფარმით აცრილია 17 249 ადამიანი, ასტრაზენეკათი - 4 321 პირი, ფაიზერით - 20 917 და სინოვაკით - 4 070 ადამიანი. რაც ვაქცინაციაზე დღიური გამტარობა გახლავთ 1 711, ანუ, გუშინდელი მონაცემებით, 24 აგვისტოს რეგიონში აიცრა 1 711 პირი, თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვაქცინირებულთა აღნიშნული ციფრები, იგივე მთლიანი მაჩვენებელი - 47 557 არ არის მხოლოდ შიდა ქართლის მცხოვრები მოსახლეობა და ჩვენს რეგიონში ძალზე ბევრი იცრება თბილისსა თუ საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებიც“, - განაცხადა GMnews-თან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსმა ეკა ქორჩაშვილმა.