ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 5 021 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალურად შემქნილი ვებ.გვერდი Stopcov.ge ავრცელებს. საიტის ცნობით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 528 043-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 041 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 463 306-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 949 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 021 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 2 030 შემთხვევა, აჭარა - 599, იმერეთი - 598, ქვემო ქართლი - 333, შიდა ქართლი - 331, გურია - 111, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 336, კახეთი - 446, მცხეთა-მთიანეთი - 114, სამცხე-ჯავახეთი - 90, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 762, საიდანაც 7 356 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 556, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 384 პირი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.84%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.57%.