საზოგადოება
25.08.2021 09:44
კვების ობიექტების სამუშაო საათები დღეიდან იზღუდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, დღეიდან, 25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ 24 აგვისტოს მიიღო.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, სამუშაო საათების შეზღუდვის პარალელურად, გაგრძელდება კვების ობიექტებში დაწესებული რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი.

კვირის ამბები