საზოგადოება
24.08.2021 15:11
დღეს რა მაჩვენებლებიც გვაქვს, ამ სიტუაციაში ვერ გავცემთ დასწრებული სწავლის დაწყების რეკომენდაციას - ამირან გამყრელიძე

დასწრებულ სწავლებაზე რეკომენდაციის გასაცემად, სკოლის პერსონალის 80% უნდა იყოს აცრილი და დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბლა დავიდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

რაც შეეხება სწავლის განახლების დისტანციურ მეთოდს, გამყრელიძის თქმით, დისტანციურ რეჟიმში სწავლის განახლების გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ უნდა მიიღოს.

„დღეს რა მაჩვენებლებიც გვაქვს, რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს დასწრებული სწავლის დაწყების რეკომენდაციას. ამ დღეებში უკვე რამოდენიმეჯერ გავაჟღერეთ, რომ დადებითობის მაჩვენებელი უნდა ჩამოვიდეს 4%-ზე დაბლა და მასწავლებელთა და სკოლაში მომუშავე პერსონალის 80% უნდა იყოს აცრილი, რომ რეკომენდაცია გაიცეს დასწრებულ სწავლებაზე. რა თქმა უნდა, დაუსწრებელი, დისტანციური სწავლება დაიწყება იმის მიხედვით, როგორც გადაწყვეტს ამას განათლების სამინისტრო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კვირის ამბები