საზოგადოება
24.08.2021 15:06
ამირან გამყრელიძე - ვფიქრობ, საჭირო გახდება რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება

ვფიქრობ, საჭირო გახდება რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გამყრელიძემ არ გამორიცხა, რომ რესტორნებთან დაკავშირებული შეზღუდვების შემდეგ, სხვა დამატებითი შეზღუდვებიც დაწესდეს.

„დღეს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რესტორნების მუშაობის დროის შემცირების შესახებ, რა თქმა უნდა, იყო სერიოზული მსჯელობა ბევრ სხვა საკითხზე, ამ ეტაპზე მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ხვალ, ზეგ, მაზეგ სხვა გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. ყველას გთხოვთ პირბადის ტარებას - 50%-ზე ვართ ამ კუთხით. ყველაზე ძლიერი რეგულაცია გახლავთ პირბადე, ყველამ ვატაროთ პირბადე, წავიდეთ და ავიცრათ. აგვისტოს ბოლოსთვის ჩვენი პროგნოზია, რომ უნდა გვქონდეს სადღაც, 650 000-დან 700 000-მდე აცრა, რაშიც შევა როგორც პირველი, ისე მეორე დოზით აცრილი. დღეს შესრულდა მილიონი აცრა - არა ადამიანი, არამედ აცრა, აცრილია 700 000-ზე მეტი ადამიანი ერთჯერადად. თუ აგვისტოში გვექნა 650 000 - 700 000-მდე აცრა, სერიოზულად შევაკავებთ ეპიდემიას,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

კვირის ამბები