საზოგადოება
24.08.2021 14:35
25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ

25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

როგორც სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გიორგი ღიბრაძემ აღინიშნა, პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების მიერ დაწესებული რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი.

„ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც წესდება, მოცემული ვითარების მიხედვით მტკიცდება. რეგულაციის მიღებამდე მას შევისწავლით, რის შედეგადაც ვადგენთ, თუ რა ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს მან. საბჭოს ყველა სხდომაზე ეპიდსიტუაცია დეტალურად განიხილება და ხდება იმ ზომების შემოღება, რომლებიც იმ კონკრეტულ მომენტში არის შესაძლებელი და ეფექტური.

მომავალში რა შეზღუდვები შემოვა, ახლა ვერ გეტყვით. ეს დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, თუ რა არსებული ვითარება გვექნება“, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით კვების ობიექტები 23:00 საათამდე მუშაობდნენ.

კვირის ამბები