საზოგადოება
24.08.2021 13:46
გორის საზაფხულო ბაღებში ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა - ლია კოვზიაშვილი

გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედ ორ საზაფხულო ბაღში მიმდინარე წელს 100-ზე მეტი აღსაზრდელია დარეგისტრირებული, თუმცა, როგორც GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენოს ხელმძღვანელმა განუცხადა, თითოეულ ბაღში 30-მდე ბავშვი დადის.

ლია კოვზიაშვილის თქმით, მიმდინარე წელს, საზაფხულო ბაღების ფუნქციონირების დაწყებიდან დღემდე კოვიდინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„არსებული ეპიდ.ვითარებიდან გამომდინარე, წელს ქალაქის მასშტაბით სამის ნაცვლად ორი საბავშვო ბაღი მუშაობს ზაფხულის სეზონზე. მიუხედავად იმისა, რომ სურვილი ბევრმა გამოთქვა და რეგისტრაციაც გაიარა, თითოეულ ბაღში 30-მდე აღსაზრდელი დადის. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ წელს, საზაფხულო ბაღების ფუნქციონირების დაწყებიდან დღემდე კოვიდინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გორში წელს, ზაფხულის სეზონზე, ორი საბავშვო ბაღი მუშაობს - N13 (ჭანტურიას N7) და N17 (შინდისის N8) ბაგა-ბაღები. როგორც ცნობილია, აღნიშნულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 3 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კვირის ამბები