საზოგადოება
24.08.2021 11:35
არ არსებობს არავითარი ქმედება, რომელიც ადამიანს ეზღუდება, ან პირიქით - მოეთხოვება ვაქცინის წინ და ვაქცინის შემდგომ - ბიძინა კულუმბეგოვი

საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს კოვისდაწინააღმდეგო ვაქცინაციის მოსამზადებელ ან შემდგომ პერიოდში ჩასატარებელი განსაკუთრებული პროცედურებსი შესახებ, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ეხმიანება. კულუმბეგოვის თქმით, არ არსებობს არავითარი ქმედება, რომელიც ადამიანს ეზღუდება, ან პირიქით - მოეთხოვება ვაქცინის წინ და ვაქცინის შემდგომ.

„ნებისმიერი ვაქცინის გაკეთებამდე წინასწარი ანალიზების გაკეთება საჭირო არაა, ვაქცინებს აქვს ძალიან მინიმალური უკუჩვენება, როდესაც არ შეიძლება აცრა - ეს არის მხოლოდ ალერგია მასში შემავალ კომპონენტებზე, რაც უკიდურესად იშვიათია, და თუ პირველ დოზაზე განვითარდა ალერგია, მეორე იგივე ვაქცინა არ კეთდება. დროებითი გადავადების უკუჩვენებაა, თუ კოვიდის გადატანიდან 21 დღე არ გასულა ან ადამიანს აქვს სიცხით მიმდინარე მწვავე დაავადება. ყველა სხვა შეზღუდვა, რომელიც ხალხში მუსირებს - ბანაობასთან, გარუჯვასთან, ვარჯიშთან დაკავშირებით - ეს არ ეხება ვაქცინაციას და არის მითი.

ხშირად ისმის კითხვები ალკოჰოლთან დაკავშირებით - რა თქმა უნდა, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარება, მით უმეტეს ზაფხულში ზოგადად რისკის შემცველია, მაგრამ ვაქცინის შემდეგ 1-2 ჭიქა არავითარ რისკფაქტორს არ წარმოადგენს“, - აცხადებს კულუმბეგოვი.

კვირის ამბები