საზოგადოება
24.08.2021 10:50
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 924 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 60 პირი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 924 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსი 4 777-მა ადამიანმა დაამარცხა, სამწუხაროდ, დაფიქსირდა, კორონავირუსით გარდაცვალების 60 ფაქტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 302 შემთხვევა, აჭარა - 629, იმერეთი - 803, ქვემო ქართლი - 376, შიდა ქართლი - 381, გურია - 157, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 412, კახეთი - 537, მცხეთა-მთიანეთი - 165, სამცხე-ჯავახეთი - 77, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 85.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 57 880.

კვირის ამბები