2022 წლის ზაფხულიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება, გარდა ამისა, ტურისტებისთვის კვოტები ამოქმედდება, - ამის შესახებ ინფორმაცია ვენეციის რეგიონის მთავრობამ გაავრცელა.
დაგეგმილი რეგულაციების მიხედვით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქში პოტენციურ ვიზიტორებს შესვლის წინასწარი დაჯავშნები მოუწევთ.
ქალაქის ისტორიულ ცენტრთან მისასვლელ მთავარ ადგილებზე დაგეგმილია ტურნიკეტების დამონტაჟებაც.
არსებული ინფორმაციით, ტურისტების ნაკადზე კონტროლის ღონისძიებები ჯერ კიდევ პანდემიამდე, წლების განმავლობაში განიხილებოდა.
გასულ თვეში იტალიის მთავრობამ დიდი საკრუიზო გემების ვენეციის ლაგუნაში შესვლაც აკრძალა, რომ ისტორიული ადგილი ზედმეტი ტურიზმისგან დაეცვა.
2022 წლიდან, ვენეციაში შესვლა შესაძლოა, 3-დან 10 ევრომდე ღირდეს. დღიური ფასი დადგინდება სეზონისა და ტურისტების რაოდენობის მიხედვით.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება