ორჯერადად აცრილი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ,,მსგავსი ერთეული შემთხვევები იქნება.
თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ამჟამად, რეანიმაციაში მყოფი 3500-ზე მეტი პირიდან მხოლოდ 10 მათგანია აცრილი.
„ასეთია მსოფლიო გამოცდილება, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ აცრილ პირებში დაავადების მძიმე ფორმები და გარდაცვალების ერთეული შემთხვევები იქნება, მაგრამ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გვყავს პაციენტები, რომელთაც ვაქცინა ჰქონდათ გაკეთებული და მიუხედავად იმისა, რომ მათი ოჯახის წევრებს ვირუსი შეეყარათ, მათ არაფერი დაემართათ. ამასთან, რეანიმაციაში მყოფი 3500-ზე მეტი პირიდან მხოლოდ 10 გახლავთ აცრილი. ეს ციფრები მყარად მიუთითებს იმას, რომ ვაქცინა ნამდვილად ეფექტურია სიკვდილსა და ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილებისთვის, თუმცა 100%-იანი ეფექტი არცერთ სამედიცინო ჩარევას არ აქვს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ.