საზოგადოება
23.08.2021 17:29
ვინც ავად გახდება, ყოველი 1000 ადამიანიდან, 10-დან 13-მდე დაიღუპება - პაატა იმნაძე

პიკი უკან დაიხევს, თუმცა, სამწუხაროდ, ისევ ძალიან მაღალი ციფრები იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„ვინც ავად გახდება, ყოველი 1000 ადამიანიდან, 10-დან 13-მდე დაიღუპება. ეს ძალიან ბევრჯერ მითქვამს და ამის გამო რაღაც ზედმეტსახელებს მარქმევენ ხოლმე. აქვე გეტყვით, რომ სირთულეებია მოსალოდნელი კახეთში. მოგეხსენებათ, რთველი იწყება, შესაბამისად, ექიმებს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ იმისათვის, რომ ადგილობრივმა ჯანდაცვის სისტემამ გაუძლოს იმ დატვირთვას, რომელიც ახლო მომავალში იქნება მოსალოდნელი. სამწუხაროდ, კახეთი ვაქცინაციის კუთხით მაღალი აქტივობით არ გამოირჩევა, მაგრამ კახელების სიბრძნის იმედი მაქვს და ვიცი, რომ ისინი ვაქცინაციის კამპანიაში აქტიურად ჩაერთვებიან.

პიკი უკან დაიხევს, თუმცა, სამწუხაროდ, ისევ ძალიან მაღალი ციფრები იქნება“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ.

კვირის ამბები