23.08.2021 16:39
„შუშის ძვირფასი ქვა“ - ოკლამელი ფერმერის მიერ გამოყვანილი ფერადმარცვლიანი სიმინდი
მრავალი მცდელობის შედეგად, ოკლაჰომელმა ფერმერმა, კარლ ბარნსმა კუნძულ ჰოკაიდოზე მდებარე უენოს ფერმაში ახალი სიმინდის ჯიში, სახელწოდებით - „Glass Gem“ („შუშის ძვირფასი ქვა“) გამოიყვანა. ამ კულტურის მარცვლები გამჭვირვალე და ნაირფეროვანია, რომელიც ნამდვილ სამკაულს მოგვაგონებს და ეს ულამაზესი სიმინდი არც გემოთი და არც სხვა თვისებებით არ განსხვავდება მისი ყვითელი სახეობებისგან. Glass Gem კაჟბადიანი სიმინდის ქვეჯიშია. მისი მარცვლები პირდაპირ არ იჭმევა, მაგრამ მისგან გამოდის საუცხოო პოპკორნი და ფქვილი, თუმცაღა, მისი ძირითადი დანიშნულება მაინც დეკორატიულობაა. ბარნსმა თავის მეგობარ ხოსე ლუჩეროსთან ერთად რამდენჯერმე აიღო სიმინდის მოსავალი და შედეგად გამოვიდა ფერთა სხვადასხვანაირი კომბინაცია. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სიმინდის თესლი მოთხოვნადი უკვე გახდა ისრაელში, ინდოეთში, აფრიკასა და მექსიკაში და რაც ყველაზე მთავარია, Glass Gem არ არის გენმოდიფიცირებული პროდუქტი და ამიტომაც სარგებლობს დიდი პოპულარობით.