საზოგადოება
23.08.2021 12:37
ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზია მათემატიკის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს
ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზია მათემატიკის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს. ვაკანტური პოზიცია კვირაში 20-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას VII, VIII და IX კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს, რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, თვეში 580-600 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 3 სექტემბერს ეწურებათ. შრომითი ხელშეკრულების გაფორმების თარიღად კი, 2021 წლის 14 სექტემბერია მითითებული.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
კვირის ამბები