სკოლების გახსნასთან მიმართებაში ერთ-ერთი მთავარი პირობა არის პედაგოგების მასიური ვაქცინაცია, - ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„როცა ვსაუბრობთ სკოლების გახსნაზე, ერთ-ერთი მთავარი პირობა არის პედაგოგების მასიური ვაქცინაცია. პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა იყოს აცრილი იმისთვის, რომ ჩვენ სკოლა უსაფრთხოდ ჩავთვალოთ. ასევე, მნიშვნელოვანია ყველა შემოღებული ღონისძიებიდან გამომდინარე ეპიდსიტუაციის მაქსიმალური დასტაბილურება იმისთვის, რომ ჩვენმა ბავშვებმა უსაფრთხო გარემოში, საკლასო სივრცეში სწავლება შეძლონ. მოგეხსენებათ, ინფექციის მატება მიმდინარეობს არასრულწლოვანებში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში