საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 354 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსი 5 200-მა ადამიანმა დაამარცხა, სამწუხაროდ, დაფიქსირდა, კორონავირუსით გარდაცვალების 60 ფაქტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 354 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 942 შემთხვევა, აჭარა - 368, იმერეთი - 316, ქვემო ქართლი - 108, შიდა ქართლი - 108, გურია - 64, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 156, კახეთი - 166, მცხეთა-მთიანეთი - 33, სამცხე-ჯავახეთი - 75, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 56 753.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში