გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სკოლამდელი აღზრდის ახალი დაწესებულება, რომელიც ადგილობრივად მაცხოვრებელ პატარებს მოემსახურება, 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ,
პროექტის მიხედვით, 2022 წლის იანვრისთვის დაგემილია როგორც სამშენებლო სამუშაოების დასრულება, ასევე, კომუნიკაციების მოწყობა, ეზოს მოწესრიგება და ბავშვებისთვის საუკეთესო პირობების შექმნა.
საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 677 970 ლარი დაიხარჯება.
ამ დრომდე საქაშეთში მცხოვრები აღსაზრდელები ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ დაქირავებულ კერძო სახლში იღებდნენ სკოლამდელ განათლებას.