იმ სკოლებში, სადაც 80% იქნება აცრილი, შესაძლებელია, დაიწყოს დასწრებული სწავლება, მაგრამ თუ ეპიდსიტუაცია ისეთი იქნა, როგორიც დღესაა, დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყების თაობაზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ამ დროის მონაცემებით, სკოლის პედაგოგების 30%-ია აცრილი, თუმცა, განათლების სამინისტროს ახალი კვლევით, ეს მონაცემი არის 40%-მდე. უსაფრთხო სკოლებს ჩვენ ვუწოდებდით იმ სკოლებს, თუ მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 80% იქნება აცრილი. ამიტომ, იქ სადაც 80% იქნება აცრილი, შესაძლებელია, რომ დაიწყოს დასწრებული სწავლება, მაგრამ მე რამდენჯერმე ვთქვი და გავიმეორებ, თუ ეპიდსიტუაცია ისეთი იქნა, როგორიც დღესაა, დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყების თაობაზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.