საზოგადოება
20.08.2021 12:15
მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 266 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა
მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 266 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. დევნილებისთვის ბინების დაკანონების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში არსებულმა კომისიამ მიიღო.
 
„აღნიშნული ოჯახები, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში ცხოვრობენ. კომისიის გადაწყვეტილება, შუამდგომლობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უახლოეს მომავალში გაეგზავნება, რის შემდგომაც, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდება. გარდა ამისა, უწყება სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 48 ოჯახს სახლს შეუსყიდის. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სახლის შესყიდვის მიზნით, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა 25 000 ლარიდან 30 000 ლარამდე გავზარდეთ“, -აღნიშნავენ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში.
კვირის ამბები