20.11.2019 10:55
ქაცვი - ოქროს კენკრა, ვიტამინების საბადო, ყველა დაავადების მკურნალი
ქაცვი - ოქროს კენკრა, ვიტამინების საბადო, ყველა დაავადების მკურნალი
ოქროს კენკრა, ვიტამინების საბადო, ყველა დაავადების მკურნალი - სწორედ ამგვარად მოიხსენებენ კენკრის ამ სახეობას. სასარგებლოა როგორც ქაცვის ნაყოფი, ასევე ფოთლები, კურკა თუ ქერქი.
ქაცვი უამრავი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. ძალზე ეფექტურია ქაცვის ზეთიც. ახლა სწორედ ქაცვის სეზონია და გაგაცნობთ ზამთრისთვის შენახვის მარტივ რეცეპტს: გახეხილ (ან დაბლენდერებულ) ქაცვს საწურში გაატარებთ, კურკებსა და ჩენჩოებს გააცლით და იმავე რაოდენობის შაქარს დააყრით. შეინახავთ მაცივარში. ქაცვის ნარჩენებს ნუ გადაყრით, მისგანაც შეიძლება სარგებლის ნახვა. საქმე ისაა, რომ ქაცვის კურკები დიდი რაოდენობით ზეთს შეიცავს. ეს ზეთი კი, სამედიცინო თუ კოსმეტიკური თვალსაზრისით, სასარგებლო თვისებების ნამდვილი ელექსირია. სახლის პირობებში, ქაცვის ნარჩენებს დაასხით ზეითუნის ან სხვა რომელიმე სასარგებლო ზეთი და დააყენეთ გრილ ადგილას 3-4 კვირა. ზეთი თანდათან ქარვისფერს მიიღებს და ქაცვის მთელი სიკეთე მასში გადაინაცვლებს.
გაციებისა და ყელის ტკივილის დროს ქაცვი ბევრ პრობლემას მოგიგვარებთ, ამისთვის კი, მხოლოდ ქაცვი და თაფლი გჭირდებათ: მინის სუფთა ქილაში ჩაყარეთ გარეცხილი და გამშრალი კენკრა, დაასხით ნატურალური თაფლი და შეინახეთ კარადაში. რამდენიმე დღეში კი, უებარი იმუნოსტიმულატორი მზადაა _ შეგიძლიათ მიიღოთ დილაობით, უზმოზე 1-2 ჩ.კ.
ქაცვზე უფრო ძვირფასი პროდუქტი ჯანმრთელობისთვის არ არსებობს. ეს კენკრა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, არტერიული წნევის ხტუნვა და პირის ღრუში ანთებითი პროცესები აწუხებს. ქაცვი კურნავს თირკმლებსა და ღვიძლს, სისხლში ქოლესტერინის დონეს აქვეითებს, კიბოს აღმოცენებას აბრკოლებს. ყველაზე საოცარი ისაა, რომ კენკრა სამკურნალო თვისებებს თერმული დამუშავებისა და გაყინვის დროსაც კი ინარჩუნებს. 2 ს.კ. კენკრა ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების დღიურ დოზას შეიცავს.