საზოგადოება
19.08.2021 12:35
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, სასწავლო პროცესი რომ მიმდინარეობდეს, მოგვიწევდა დისტანციურ რეჟიმზე გადაგვეტანა - თამარ გაბუნია
დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, ახლა სასწავლო პროცესი რომ მიმდინარეობდეს, მოგვიწევდა იმაზე საუბარი, დისტანციურ რეჟიმზე გადაგვეტანა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
თამარ გაბუნიას განმარტებით, სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება თუ სკოლებში, ეს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
„სასკოლო პროცესის დაწყებაზე ჯერჯერობით საუბარი ადრეა, რადგან ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ სურათზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით, დღევანდელი ეპიდემოლოგიური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, ახლა სასწავლო პროცესი რომ მიმდინარეობდეს, ჩვენ მოგვიწევდა იმაზე საუბარი, რომ სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადაგვეტანა, მაგრამ ვნახოთ, სამომავლოდ როგორ განვითარდება ეპიდემიოლოგიური სურათი. იმ დროისთვის, როდესაც უკვე სწავლის დაწყების თარიღი მოახლოვდება, ჩვენ თავიდან ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
კვირის ამბები