საზოგადოება
19.08.2021 11:18
მეჯვრისხევის საბავშვო ბაღის მშენებლობა 2022 წლის გაზაფხულზე დასრულდება
მეჯვრისხევის საბავშვო ბაღის მშენებლობა 2022 წლის გაზაფხულზე დასრულდება. სკოლამდელი აღზრდის ახალი დაწესებულება 180 ბავშვზე იქნება გათვლილი და პროექტის განსახორციელებლად, ჯამში, 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
თანამედროვე სტანდარტების მქონე დაწესებულების მშენებლობისთვის საჭირო ხარჯებს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყობს.
მევრისხევში მიმდინარე საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს, შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილე გაეცნო. სიმონ გულედანის თქმით, უახლოეს პერიოდში გორის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სხვა სააღმზრდელო დაწესებულებებიც შეემატება და ადგილობრივად მაცხოვრებელი პატარები კეთილმოწყობილ გარემოში გააგრძელებენ განათლების მიღებას.
კვირის ამბები