ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 921 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 501 297-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 471 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 6 590 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 921 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 948 შემთხვევა, აჭარა - 739, იმერეთი - 626, ქვემო ქართლი - 254, შიდა ქართლი - 257, გურია - 135, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 276, კახეთი - 386, მცხეთა-მთიანეთი - 116, სამცხე-ჯავახეთი - 147, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 57 704 საიდანაც 7 133 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 482 პირი.