ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას, ბევრმა ქვეყანამ საკუთარი მარეგულირებლების დასკვნების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და „ფაიზერით“ და „მოდერნათი“ ცრიან 12-დან ზემოთ მოზარდებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„მიმდინარეობს მსჯელობა, ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას, სადაც ეს საკითხი განიხილება. ბევრმა ქვეყანამ საკუთარი მარეგულირებლების დასკვნების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ძირითადად „ფაიზერით“ და „მოდერნათი“ ცრიან 12-დან ზემოთ მოზარდებს. ამ ასაკობრივ ჯგუფში კლინიკური კვლევები ამ ორ ვაქცინაზე დიდი ხანია დამთავრებულია და საკმაოდ ეფექტიანია. ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებას. როგორც კი რეკომენდაცია იქნება, რა თქმა უნდა, დავიწყებთ აცრას. ვფიქრობ, შემოდგომაზე დავიწყებთ ამ ასაკის პირების აცრას“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 57 312 აქტიური შემთხვევაა.