საზოგადოება
18.08.2021 15:35
იგეგმება თუ არა გორში საველე ჰოსპიტლის მოწყობა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, არსებობს გეგმა, რომ საჭიროების შემთხვევაში, საველე ჰოსპიტლები განთავსდეს სხვა რეგიონებშიც.

,,გორის მაცნეს“ კითხვაზე, განიხილება თუ არა საველე ჰოსპიტლის ამოქმედება გორში, მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მარი გიუნაშვილი აცხადებს, რომ რეგიონში ჯერ კიდევ არის ჰოსპიტალურ სექტორში რესურსის მობილიზების შესაძლებლობა და საველე ჰოსპიტალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.

,,როგორც მოგეხსენებათ, საველე ჰოსპიტალი ჯერ მხოლოდ თბილისშია გაშლილი და თბილისშივე არის კიდევ ერთი სარეზერვო სივრცე, რაც შეეხება გორს, მიმდინარეობს კონკრეტული დეტალების დაზუსტება, რამდენად არის არსებულ ჰოსპიტალურ სექტორში დამატებითი რესურსების მობილიზების შესაძლებლობა. ჯანდაცვის სამინისტრო  მუშაობს აღნიშნულ გეგმაზე და ვფიქრობ, თუ ამის საჭიროება დადგება, გამორიცხული არ არის, ჩვენთანაც ამოქმედდეს“, - განაცხადა მარი გიუნაშვილმა.
კვირის ამბები