საზოგადოება
18.08.2021 11:12
საქართველოში კორონავირუსის 5914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 ადამიანი
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 914 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 878 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 374 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 504 PCR ტესტით.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 316 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 914 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 298 შემთხვევა, აჭარა - 877, იმერეთი - 789, ქვემო ქართლი - 355, შიდა ქართლი - 318, გურია - 188, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 313, კახეთი - 452, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი - 122, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 62.
ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია - 1 461, ხოლო 46 833 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
 
 
 
 
კვირის ამბები