საზოგადოება
17.08.2021 17:48
CovidPass - როგორ უნდა გადაამოწმოთ თქვენი კოვიდპასპორტი, გაეცანით QR კოდის დასკანერების ინსტრუქციას

CovidPass ნიშნავს თქვენს კოვიდპასპორტს, თუმცა, იმისთვის, რომ QR კოდი დაასკანეროთ, სპეციალურ ვებ გვერდზე რეგისტრაციაა საჭირო.
GMnews-ი გთავაზობთ ინსტრუქციას:
თავდაპირველად შედიხართ ვებ გვერდზე - https://covidpass.moh.gov.ge სადაც რეგისტრაციისთვის თანხმობა უნდა განაცხადოთ ვებ გვერდზე მითითებულ პირობებზე.

თანხმობის ღილაკზე დასტურის შემდეგ ავსებთ სპეციალურ ფორმაზე მოცემულ ველებს და დააჭერთ რეგისტრაციის ღილაკს. 

რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შედეგად პიროვნების მონაცემების გადამოწმება ხორციელდება.

რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება QR კოდი, რომელიც შეგიძლიათ შეინახოთ ტელეფონში, გადაუღოთ სურათი, ამობეჭდოთ ან შეინახოთ სხვა ფორმით. 
(QR კოდზე დააშუქეთ მობილური ტელეფონის კამერა, ისე, როგორც ფოტოს გადაღებისას იყენებთ და ხელმისაწვდომი გახდება აღნიშნულ პიროვნებაზე შესაბამისი მონაცემები - ვაქცინაცია, როდის აიცრა, როდის ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე, როდის იყო პასუხი დადებითი ან უარყოფითი).

(იმისათვის რომ დაასკანეროთ QR კოდი, საჭიროა მობილური ტელეფონით შეხვიდეთ https://covidpass.moh.gov.ge მენიუ QR წამკითხველი და დაასკანეროთ შენახული QR კოდი). 

QR კოდის დასკანერების შემდეგ ტელეფონის ეკრანზე გამოვა შესაბამისი შეტყობინება:

ა) აღნიშნული პიროვნება აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, პიროვნების ფოტოსურათი (საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში) და ინიციალები (სახელი და გვარის პირველი სიმბოლოები (მწვანე შეფერილობით);

ბ) აღნიშნული პიროვნება ვერ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს (წითელი შეფერილობით).












კვირის ამბები