შიდა ქართლშიც, ისევე, როგორც მთლიანად, ქვეყანაში, მზარდია დადებითობის მაჩვენებელი. 1-ლი აგვისტოდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა რეგიონში არის 3 480, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსმა განაცხადა. ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, რეგიონში 2 483 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში.
,,ბოლო დღე-ღამეში შიდა ქართლში კორონავირუსის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი - 363 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 295 შემთხვევა გამოვლინდა რეგიონის მუნიციპალიტეტების ჯანდაცვის ცენტრებში ჩატარებული ტესტირებისას, დანარჩენი კი - სხვა კლინიკებში მოქმედ ცხელების ცენტრებში.
ისევე, როგორც მთლიანად, ქვეყანაში, შიდა ქართლშიც მზარდია დადებითობის მაჩვენებელი და ინფიცირების შემთხვევების სტატისტიკა. 1-ლი აგვისტოდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა რეგიონში 3 480 გახლავთ. დღეის მდგომარეობით, რეგიონში 2 483 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში, მათგან: გორში - 1 283 მოქალაქე, კასპში - 170, ქარელში - 374 და ხაშურში 656 პირი“, - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.