საზოგადოება
17.08.2021 13:07
ბოლო დღე-ღამეში შიდა ქართლში კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული ტესტირების შედეგად, შიდა ქართლში კორონავირუსის 363 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, 17 აგვისტოს მაჩვენებელი რეკორდული დღიური რაოდენობაა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების და რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსის ეკა ქორჩაშვილის განცხადებით, რეგიონში 2 483 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში, მათგან: გორში - 1 283 მოქალაქე, კასპში - 170, ქარელში - 374 და ხაშურში 656.

შეგახსენებთ, მთლიანობაში, ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-19-ის 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კორონავირუსით კიდევ 47 ადამიანი გარდაიცვალა.

კვირის ამბები