თუ სექტემბრისთვის დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ს დაბლა, მაშინ დადგება საკითხი სწავლის განახლების შესახებ, სხვა შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებაზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
რაც შეეხება დღეის მდგომარეობით არსებულ დადებითობის მაჩვენებელს, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.97%.
„ღმერთმა არ ქნას, ამ ტიპის სიტუაცია იყოს სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. აცრების ინტენსიფიკაციამ სერიოზულად უნდა შეამციროს ახალი შემთხვევების მაჩვენებელი. თუ ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს დაბლა, მაშინ დადგება საკითხი სწავლის განახლების შესახებ”, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, ამჟამად, საქართველოში კორონავირუსის 52 ათასზე მეტი აქტიური დადასტურებული შემთხვევაა.