საზოგადოება
17.08.2021 12:16
კოვიდსტაციონარებში მოთავსებული პაციენტების 95% აუცრელია - ეკატერინე ტიკარაძე

სტაციონარულ მკურნალობაზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 95% აუცრელია, - ამის შესახებ საქარველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, საქართველოში ჩატარდა მოკვლევა იმის დასადგენად, თუ რამდენი ადამიანი მოხვდა კლინიკაში მათგან ვინც უკვე აცრილია. სტატისტიკამ აჩვენა, რომ კლინიკაში მოხვედრილთაგან 2,85%-ია ერთი დოზით აცრილი, ხოლო 2,13% - ორი დოზით.
„ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად ეფექტური იარაღია ვაქცინაცია კოვიდპანდემიის მართვასა და ინფექციისგან თავის დასაცავად.აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს ყველა მოქალაქეს, გააქტიურდნენ და მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ჩაერთონ ვაქცინაციაში და ინტენსიურად გამოიყენონ პირბადე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 54 763 საიდანაც 6 965 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში

კვირის ამბები