საწოლფონდთან დაკავშირებით მდგომარეობა საკმაოდ რთულია, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„საწოლფონდი სრულად გაჯერებულია პაციენტებით, თუმცა ჩვენ გამოვიყენებთ არაერთ მეთოდს, რისი საშუალებითაც პაციენტების ნაკადებს აქტიურად ვმართავთ ჰოსპიტალურ სექტორში. დღეს გვაქვს 52 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა და ამ შემთხვევების ძირითადი ნაწილი იმართება ოჯახის ექიმების მიერ ბინაზე. 3 500-მდე ადამიანი არის კოვიდ სასტუმროებში, ხოლო დანარჩენები მკურნალობას გადის კლინიკებში. 1500 პაციენზე მეტი მკურნალობს ინტენსიურ საწოლზე, ხოლო 500 პაციენტი მკურნალობას გადის რეანიმაციაში“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში ჩატარებული ინტენსიური ტესტირების ფარგლებში კორონავირუსის 6208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში