საზოგადოება
19.11.2019 15:55
გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარასკევს გაიმართება

22 ნოემბერს, 13 საათსა და 30 წუთზე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის იაკობ გოგებაშვილის სახელობის დარბაზში (მის: ქალაქი გორი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა #53), გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მოეწყობა.

მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტს საზოგადოებას გორის მერია წარუდგენს. როგორც ცნობილია, შეხვედრას მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, საკრებულოს შემადგენლობაში შემავალი ფრაქციებისა და გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, არასამთავრობო სექტორი და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან.

პროექტის წარმოდგენის შემდეგ, დისკუსია გაიმართება, რაც შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეკითხვების დასმის საშუალებას მისცემს.

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

კვირის ამბები