გარემოზე ზემოქმედების შემცირებისა და სოფლის განვითარების მიმართულებით, ახალი საგრანტო პროგრამის დაწყება იგეგმება. პროგრამის მიზანია ენერგოდამზოგველი ტექნოლოგიების დანერგვა, რაც ალტერნატიულ საწვავის გამოყენებით, საყოფაცხოვრებო სექტორში მერქნულ რესურსზე (ხე-ტყეზე) მოთხოვნას შეამცირებს. ახალი პროექტის დეტალები სოფლის განვითარების სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა უკვე განიხილეს.
„სოფლის განვითარების სააგენტოსათვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლად არასასოფლო-სამეურნეო ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერა, ამასთანავე, ენერგოეფექტური ისეთი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა, რითაც მინიმუმამდე შემცირდება გარემოზე ზემოქმედება“, -აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა.როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამა ამოქმედდება ტყის სექტორის რეფორმის პროექტის ფარგლებში, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.