ბოლო 24 საათში საქართველოში ჩატარებული ინტენსიური ტესტირების ფარგლებში კორონავირუსის 6208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 490 462-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 539 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 6 483 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 208 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 2 540 შემთხვევა, აჭარა - 810, იმერეთი - 782, ქვემო ქართლი - 307, შიდა ქართლი - 363, გურია - 172, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 368, კახეთი - 513, მცხეთა-მთიანეთი - 157, სამცხე-ჯავახეთი - 146, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 50.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 54 763 საიდანაც 6 965 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 429 პირი.