საზოგადოება
16.08.2021 17:33
პრემიერის ბრძანებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვის პროცესში თავდაცვის ძალები ერთვება

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განსახორციელებლად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოცემულ ბრძანებაშია ნათქვამი.

„საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განსახორციელებლად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები“, - აღნიშნულია მთავრობის ხელმძღვანელის ბრძანებაში.

კვირის ამბები