საზოგადოება
16.08.2021 14:36
„ნაციონალური მოძრაობის“ გორის მერობის კანდიდატი ყოფილი გამგებელი ვასილ მახარაშვილია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ პარტიის მერობის კანდიდატები დაასახელა.

ნიკა მელიას განცხადებით, წარდგენილი კანდიდატები ენმ-ს ის მებრძოლი გუნდია, რომელიც 2 ოქტომბერს ,,ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს.

გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ენმ-მ ვასილ მახარაშვილი დაასახელა.

ვასილ მახარაშვილი დაიბადა 1979 წლის 6 მარტს, იგი იკავებდა გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოზიციას, ასევე მუშაობდა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის თანაშემწედ.

რაც შეეხება შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებს, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ხაშურის მერის პოსტისთვის იოსებ ბუაძე იბრძოლებს, კასპში – ნუგზარ ნონიაშვილი, ქარელში კი – ნიკოლოზ ახალკაცი.

კვირის ამბები