საზოგადოება
16.08.2021 14:17
მარი გიუნაშვილი - გორის მუნიციპალიტეტში მოქმედ ვაქცინაციის ყველა პუნქტში შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე აცრის ჩატარება

გორის მუნიციპალიტეტში, ვაქცინაციის ყველა ლოკაციაზე შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აცრის ჩატარება, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მარი გიუნაშვილმა განაცხადა.

,,გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც განთავსებულია ვაქცინაციის პუნქტები, უკვე შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აცრის ჩატარება. ეს ეხება როგორც საავადმყოფოების ვაქცინაციის კაბინეტებს, ასევე ამბულატორიებში ამოქმედებულ ამცრელ პუნქტებსაც. რაც შეეხება ვაქცინის სახეობებს, სპეციალურ პორტალზე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აცრა წარმოებს როგორც ,,სინოფარმით“ და ,,სინოვაკით“, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ,,ფაიზერით“ და ,,ასტრაზენეკათი“. აქვე აღვნიშნავ, რომ მასობრივი ვაქცინაციის პარალელურად, ძალზე მნიშვნელოვანია იმ დამატებითი შეზღუდვების მაქსიმალურად დაცვა, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოიღო საკოორდინაციო საბჭომ, - განაცხადა მარი გიუნაშვილმა.

კვირის ამბები