საზოგადოება
16.08.2021 13:43
უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში გორში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

დღეიდან 22 აგვისტოს ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ინფორმაციით, პერიოდულად მოიმატებს ღრუბლიანობა. ჰაერის ტემპერატურა კი უახლოესი დღეების განმავლობაში +26 +29 გრადუსს მიაღწევს. მიმდინარე კვირაში ყველაზე მზიანი ამინდი მოსალოდნელია 18 აგვისტოს.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, 16 აგვისტოს, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ნახევრადღრუბლიანი ამინდი, ჰაერი კი დღისით მხოლოდ +26 გრადუსამდე გათბება.

კვირის ამბები