კულტურა
19.11.2019 15:14
„მწერალთა სახლმა“ ისრაელში მოღვაწე გორელი პოეტის წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა

ისრაელში მოღვაწე გორელმა პოეტმა ნუგზარ ჯანაშვილმა ახლადგამოცემული ლექსების კრებულის პრეზენტაცია მშობლიურ ქალაქში გამართა.  ლიტერატურულ ღონისძიებას, ტრადიციულად, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს „მწერალთა სახლმა“ უმასპინძლა. დამსწრე საზოგადოებას კი,  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოეტის მეგობრები, კოლეგები და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრები წარმოადგენდნენ.

„ჩემი ლექსების ახალი კრებული - „ოცი წლის შემდეგ“, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის, მაყვალა გონაშვილის ინიციატივითა და თანადგომით დაიბეჭდა. გადავწყვიტე, წიგნი ფართო საზოგადოების წინაშე, პირველად, თანაქალაქელებისთვის წარმედგინა. დაინტერესებისთვის მადლობას მოვახსენებ თითოეულ სტუმარს და ვიმედოვნებ, ჩემი შემოქმედება მკითხველის სიყვარულს მალევე მოიპოვებს“, - აღნიშნა წიგნის ავტორმა.

მონატრებულ მკითხველთან შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა. ღონისძიების დასასრულს, საქართველოს მწერალთა კავშირის წარმომადგენლებმა, წიგნის ავტორს აკაკი წერეთლის პრემია გადასცეს.

კვირის ამბები