საზოგადოება
16.08.2021 13:34
გორში, რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოში დასრულდება
გორში, რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოში დასრულდება . ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, 664 მეტრი სიგრძის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოებს 474 ათასი ლარი მოხმარდება.
„უნდა აღინიშნოს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტი გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციასთან ერთად, ითვალისწინებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის, ტროტუარების, მიერთებების, ეზოებში შესასვლელებისა და სანიაღვრე სისტემის კეთილმოწყობა-რეაბილიტაციასაც. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მიმდინარე თვეში დასრულდება“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
კვირის ამბები