საქართველოს ყველა რეგიონში რეგისტრაციის გარეშე აცრის პუნქტები ამოქმედდება, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრმა ასევე ისაუბრა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დამატებითი შეზღუდვების შემოღებასთან დაკავშირებითაც და განაცხადა, რომ მთავრობა, ამ ეტაპზე, დამატებითი შეზღუდვების შემოღებას არ გეგმავს. მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ სატრანსპორტო შეზღუდვაზე მიღებული გადაწყვეტილება დროული იყო და აქვს მოლოდინი, რომ ორი კვირის შემდეგ ეპიდვითარების 80%-ით გაუმჯობესება,
„გარკვეულწილად ჩვენ გვაქვს გამოცდილება არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე თუ რა ეფექტის მომტანი არის სატრანსპორტო შეზღუდვები. ჩვენი მოლოდინი არის, რომ სატრანსპორტო შეზღუდვები გამოიღებს საკმაოდ დადებით დინამიკას ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებაში. ორი კვირის შემდეგ ჩვენი მოლოდინი არის 80%-ით გაუმჯობესება ეპიდვითარების. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ეს იყო დროული, საკმარისი და სწორი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭომ მიიღო.