საზოგადოება
16.08.2021 12:48
თბილისში საველე ჰოსპიტალი 500 პაციენტისთვის მოეწყობა, საველე ჰოსპიტლის შექმნის საკითხს ჯანდაცვის სამინისტრო სხვა რეგიონებშიც განიხილავს

დიღომში, ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტლის მოწყობა მიმდინარეობს.

საველე ჰოსპიტალი გაიშლება 500 საწოლამდე პაციენტისთვის, საწოლების უმეტესი ნაწილი იქნება ჟანგბადით აღჭურვილი, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, საველე ჰოსპიტლის შექმნის რესურსი თბილისის გარდა სხვა რეგიონებშიც გამოინახება.

,,საველე ჰოსპიტალი გაიშლება 500 საწოლამდე პაციენტისთვის, საწოლების უმეტესი ნაწილი იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. გამართულია ყველა ინვენტარი, მოწყობილობა და გაყვანილობა, რომელიც ესაჭიროება ამ საწოლებს, რომ მოხდეს მათი მომარაგება ჟანგბადით. დამონტაჟებულია ორი 5 ტონიანი ცისტერნა, რომელიც მოამარაგებს ამ საწოლებს ჟანგბადით. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ როგორც პაციენტების, ასევე ექიმებიდან გამომდინარე კოვიდის მართვა დარჩეს ჰოსპიტალურ სექტორში და არ გახდეს საჭირო საველე ჰოსპიტალების გამოყენება. ეს არის ყველაზე უკიდურესი გეგმა, რომლისთვისაც საქართველო უკვე მზად არის. როგორც თბილისში, სხვა რეგიონებშიც, საჭიროების შემთხვევაში საველე ჰოსპიტლის შექმნის რესურსი გამოინახება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კვირის ამბები