16.08.2021 11:58
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მსოფლიოში დღეში 38.22 მილიონი ადამიანი იცრება
მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენებული დოზების რაოდენობამ 4.68 მილიარდს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, ვაქცინაცია სულ 180 ქვეყანაში მიმდინარეობს და დღეში 38.22 მილიონი ადამიანი იცრება.
„ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 30.5%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი. ყველაზე მეტი - 1.84 მილიარდი დოზა ჩინეთში გამოიყენეს. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობამ კი, 536 მილიონს გადააჭარბა. რაც შეეხება ევროკავშირს, ვაქცინების 503 მილიონი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი, 355 მილიონი“, - აღნიშნულია სტატისტიკაში.
Bloomberg-ის მიხედვით, ამ დროისათვის მსოფლიოში ორივე დოზით მოსახლეობის 50%-ზე მეტი დაახლოებით 45 ქვეყანაში აიცრა. ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 54.8%, აშშ-ში 50.6%, ჩინეთში კი 55%.