საზოგადოება
15.08.2021 12:42
გორში მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეული რეჟიმით იმოძრავებს - ტრანსპორტის სააგენტო

გორში მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეული რეჟიმით იმოძრავებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.  

,,როგორც იცით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ქალაქების ჩამონათვალში არ შედის გორი, შესაბამისად, გორში მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეული რეჟიმით იმოძრავებს“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

შეგახსენებთ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ტენდენციის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გარკვეული შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, ერთ-ერთი შეზღუდვა კი, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობას ეხება (საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გარდა). იმ ქალაქებში, სადაც ტრანსპორტზე შექღუდვა ამოქმედდა, მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას.

კვირის ამბები