საზოგადოება
15.08.2021 12:19
საქართველოში 791 863 მოქალაქე აიცრა, მათგან ორჯერადად ვაქცინირებულია 237 149 პირი

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოში მნიშვნელოვნად იმატა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობამ. ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 14 აგვისტოს, ერთი დღის განმავლობაში, 23 010 პირი აიცრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში, მთლიანობაში, 791 863 აცრა ჩატარდა, ორჯერადად ვაქცინირებულია 237 149 მოქალაქე.

კვირის ამბები