საზოგადოება
13.08.2021 14:57
კლინიკებში ადგილები ფაქტობრივად აღარ არის, პერსონალი გადაიღალა და მალე სრულად გამოეცლება ძალა, რადგან ჩვენც ადამიანები ვართ - გია მღებრიშვილი, ექიმი

დავიღალე შვილების მოტყუებით, რომ ,,ზღვაზე ორ კვირაში წავალთ“, არ დგება ეს ორი კვირა თქვენი წყალობით. მთელი ზაფხული იმას ფიქრობთ, სად გაატაროთ დრო, ჩვენ კიდევ, 24 საათი ეკიპირებაასხმულები ვცდილობთ თქვენს გადარჩენას, - წერს სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ,,გორმედის“ ქსელის თერაპიული დეპარტამენტის და კოვიდის მართვის მიმართულების ხელმძღვანელი გია მღებრიშვილი.

,,მინდა ყველა იმ ადამიანს მივმართო, ვინც დღევანდელ შეზღუდვებს აპროტესტებს. რა გჭირთ? რა ჯიშისები ხართ? თქვენს დაბადებაში ნუთუ ღმერთი არ ურევია?! იცით თუ არა, რომ ამ შეზღუდვებმა რამოდენიმე ასეული ადამიანი გადაარჩინა და მათ შორის შესაძლოა შენ, ან შენი მშობელი, ან შენი შვილი ან დედმამიშვილი. იცით, რომ კლინიკებში ადგილები ფაქტიურად აღარ არის. იცით, რომ პერსონალი გადაიღალა და მალე სრულად გამოეცლება ძალა, რადგან ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც ვიღლებით ფიზიკურადაც და უფრო მეტად - ფსიქოლოგიურად. მთელი ზაფხული იმას ფიქრობთ, სად გაატაროთ დრო, ჩვენ კიდევ, 24 საათი ეკიპირებაასხმულები ვცდილობთ თქვენს გადარჩენას. ჩვენც გვინდა დასვენება! დავიღალე შვილების მოტყუებით, რომ ,,ზღვაზე ორ კვირაში წავალთ“, არ დგება ეს ორი კვირა თქვენი წყალობით ვისაც არც აცრა გინდათ, არც ნიღაბი და რომ დაავადდებით, ყველაზე დიდი პრეტენზიებიც თქვენ გაქვთ“, - წერს სოციალურ ქსელში გია მღებრიშვილი.

კვირის ამბები