საზოგადოება
13.08.2021 14:52
კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე შიდა ქართლში 40 520 პირი აიცრა
ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე შიდა ქართლში 40 520 პირი აიცრა, ამის შესახებ GMnews-თან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების და რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსმა ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა. ქორჩაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ორი დოზით აცრილია 13 251 მოქალაქე.
,,კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შიდა ქართლში აქტიურად მიმდინარეობს, აცრილი მოქალაქეებიდან პირველი დოზით 27 269, მეორე დოზით კი, 13251 მოქალაქეა ვაქცინირებული. მათ შორის „სინოფარმით“ აიცრა 14166,
„ასტრა ზენეკათი“ - 4332, „სინოვაკით“ - 3630 და „ფაიზერით“ 18 392 პირია აცრილი.
რაც შეეხება რეგიონში არსებულ კოვიდსიტუაციას და სტატისტიკას, სულ, შიდა ქართლში, იზოლაციაში იმყოფება 2 603 პირი. აქედან გორსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - 1080 პირი, კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 173, ქარელსა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში - 715, ხაშურის მუნიციპალიტეტში კი, 635 მოქალაქეა თვითიზოლაციაში“ - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.
უნდა აღინიშნოს, რომ აცრილთაგან ყველა მათგანი შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მცხოვრები არ არის და რეგიონში ვაქცინაციაზე რეგისტრირდებიან თბილისსა და სხვა რეგიონებში მცხოვრები პირებიც.
 
 
 
კვირის ამბები