საზოგადოება
13.08.2021 14:46
პაატა იმნაძე - „დელტა“ შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე აქამდე არსებული შტამები, ამიტომ ვისაც გაციების სიმპტომები გექნებათ, გაიტესტეთ

„დელტა“ შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე აქამდე არსებული შტამები, ამიტომ ვისაც გაციების სიმპტომები გექნებათ, გაიტესტეთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

პაატა იმნაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ზოგიერთი მოქალაქე არ იცავს დადგენილ წესებს, საჯარო სივრცეში გადაადგილდება და ვირუსს ავრცელებს.

„სამწუხაროდ, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ცხადია, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს. ამიტომ, ავიცრათ, დავიცვათ დისტანცია და ვატაროთ პირბადე. „დელტა“ შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე აქამდე არსებული შტამები ჰგავდა. ამიტომ, ვისაც გაციების სიმპტომები გექნებათ, აუცილებლად გაიტესტეთ. მოერიდეთ გარშემომყოფებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ინფორმაცია, რომ ადამიანები, რომლებმაც იციან რომ ინციფირებული არიან, არ იცავენ წესებს, დადიან გარეთ და კიდევ უფრო ავრცელებენ ინფექციას. არ ვიცი რა ვუწოდო ასეთ ადამიანებს“, - განაცხადა იმნაძემ.

კვირის ამბები